14:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 12:03:25, 620 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი საერთაშორისო ბაზრობაზე წარსდგება

„ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო სივრცეში, 20-23 მაისს, „Caucasus Build 2015“-ის საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდება, სადაც სხვა მწარმოებლებს შორის წარმოდგენილი იქნება სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ბენეფიციარი, კომპანია „ჯი-არ-სი“. 

კომპანია „ჯი-არ-სი“-მ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით დაიწყო დათბუნებული პანელების წარმოება, რაც მსოფლიოში მეტად გავრცელებულ ტექნოლოგიას წარმოადგენს და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით და ენერგოეფექტურობით.

ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობები.

„Caucasus Build 2015“-ის ფარგლებში კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ მყიდველებს მთელი საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, მოახდინონ პროდუქციის პრეზენტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის რეალიზაციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics