03:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 15:11:45, 770 ნახვა

რეგიონი
ექიმ ნაბრი მიქელაძეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ჯილდო გადაეცა

ღვაწლმოსილ ექიმს, ნაბრი მიქელაძეს, 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მინისტრის ჯილდო გადაეცა.

ღვაწლმოსილ ექიმს, მინისტრის სახელით იუბილე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა სურმანიძემ მიულოცა და ჯილდოსთან ერთად სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

სამინისტროს ცნობით, ნაბრი მიქელაძემ სამედიცინო განათლება ლენინგრადის N1 სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო. უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კალინინგრადის ოლქის ქ. ნემანის რაიონულ საავადმყოფოში, მომდევნო 2 წლის განმავლობაში იყო ამავე კლინიკის - ქირურგიული განყოფილების გამგე. 1967 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და სამედიცინო საქმიანობა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელა. თუმცა, 1969 წელს, კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ჩაირიცხა და პარალელურად პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა. 1973 წელს ნაბრი მიქელაძე კვლავ ბრუნდება საქართველოში და მუშაობას ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორად იწყებს. ის ასევე მუშაობდა ქ. ქ. ბათუმის N3 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ, სადაც ჩამოაყალიბა სასწრაფო ქირურგიული სამსახური. 2009 - 2014 წწ მუშაობდა ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“-ს ქირურგიულ განყოფილებაში, ორდინატორად. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე „სიმპატო-ადრენალური სისტემის ფუნქცია მაობლიტირებელი ართერიოზით დაავადებულთა შორის კონსერვატულ და ოპერაციულ მკურნალობამდე და მის შემდეგ“, რომელის საფუძველზე მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics