16:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 12:49:01, 946 ნახვა

რეგიონი
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში ე.წ პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი იმარჯვებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა 50%-იანი ბარიერი გადალახა და მას ამომრჩეველთა 57,9% უჭერს მხარს.

მეორე ადგილს მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი იკავებს. თიბილოვს 30% აქვს, ხოლო მესამე ადგილზე "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევია - 11,01%.

საბოლოო შედეგებს ე.წ ცესკო დე-ფაქტო არჩევნების ჩატარებიდან  5 დღეში წარადგენს.

ე.წ არჩევნებზე სულ 77 უბანი იყო გახსნილი, აქედან 5 კი რუსეთის ტერიტორიაზე. კანდიდატს გამარჯვებისთვის 50%-ზე მეტი ხმა უნდა ჰქონდეს მიღებული. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics