2017-01-26 12:19:28, 1607 ნახვა
კომენტარი
თაბუაშვილის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო პუნქტის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთი წელში დასრულდება
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო პუნქტის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დასრულდება:
„სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გამშვბი პუნქტი როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მხარისთვის. თურქეთის მხარეზე დაიწყო რეკონსტრუქციების სამუშაოები. გვპირდებიან, რომ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოხდება რეკონსტრუქციის დასრულება, რომლის საშუალებითაც მეტი ტრანზიტული ქვეყნის გავლის შესაძლებლობა იქნება“,-განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან