2017-01-23 12:38:58, 1794 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან.
ვოლსკის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი:
„მე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ჯერ განცხადება არ ყოფილა და თუ იქნება კანდიდატურა დაყენებული, ან სხვა კანდიდატურები , ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ. არ დაგიდასტურებთ მანანა კობახიძეზე შეჩერდა თუ არა არჩევანი. სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მკაფიო სურათი არ არის. ამასთან დაკავშირებით ფრაქციას უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადება ექნება",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან