|
2015-03-26 13:05:04, 520 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღრიბაშვილი: მე და პრეზიდენტს პირადი კონფლიქტი არ გვაქვს
„გარწმუნებთ, პრეზიდენტთან არავითარი პირადი სახის კონფლიქტი არ გვაქვს“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხდა. პრემიერის თქმით მას პრეიდენტთან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს. „მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, აბსოლუტურად არავითარი პრობლემა, არც გართულებული, არ მაქვს გიორგი მარგველაშვილთან. მე მასთან აბსოლუტურად ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა მაქვს, ისეთი, როგორიც უნდა მქონდეს. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მუდმივად დახატონ სურათი იმისა, რომ თითქოს, რაღაც კონფლიქტი არსებობს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. მე გარწმუნებთ, არავითარი კონფლიქტი, მითუმეტეს არავითარი პირადი სახის კონფლიქტი არ გავქვს, როცა გვაქვს საერთო საზოგადოებრივი ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრები ან რაღაც საერთო სახელმწიფოებრივ საკითხთან დაკავშრებით. ჩვენ გვაქვს ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობები, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნორმალურ, ჯანსაღ დემოკრატიულ სახელმწიფოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მან საზოგაოდებას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი აღარ არის. „ შეგახსენებთ, ჩვენ გვაქვს სხვა რეალობა, ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი. კონსტიტუციით საქართველოს მთავრობას აქვს დელეგირბული მისი ფუნქცია–მოვალეობები . ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ორგანო, სასამართლო ხელისუფლება და გვაქვს მეტ–ნაკლებად დაბალანსებული ვითარება, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც მთავრობა არის გამიჯნული, პრეზიდნეტი არის ცალკე, პარლამენტი ცალკე, ეს ნორმალურია. მე მესმის, რომ 2 წლის წინ სხვა რეალობა იყო, რომ პრეზიდენტი იყო ერთი კაცი, რომელიც ყველაფერს წარმოადგენდა, იყო მთავარი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი, დღეს სხვა რეალობაა, ამას უნდა შევეგუოთ. ეს ფსიქოლოგიურად შეიძლება რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა დავწყოთ ეს პროცესი, ჩვენ ეს პროცესი უკვე დაციწყეთ, ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ მათი ცნობიერება ავამაღლოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)