10:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 09:29:12, 370 ნახვა

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომიტეტები გურჯაანში, სენაკსა და გლდანში შეიქმნება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმ სამოქმედო გეგმის განხორციელების გზებზე შეჯერდა, რომელიც 21 მარტს მიტინგზე გაცხადდა.

როგორც გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნის გეგმაც ამოქმედდება და ამ კვირაში პირველი სამი კომიტეტი ჩამოყალიბდება. უკვე შერჩეულია რაიონები, სადაც ეს კომიტეტები იმუშავებს. ესენია: გურჯაანი, სენაკი და თბილისში გლდანი.

"პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ჩვენ საბოლოოდ დავამტკიცეთ და შევჯერდით იმ განხორციელების გზებზე იმ ჩვენი სამოქმედო გეგმისა, რომელიც განცხადებულ იქნა 21 მარტს მიტინგზე და გავიარეთ დეტალები მათ შორის შემიძლია გითხრათ რომ ჩვენს მიერ გამოცხადებული სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნის გეგმაც ამოქმედდება და ამ კვირაში ჩამოყალიბდება პირველი სამი კომიტეტი და შერჩეულია რაიონები სადაც ჩაოყალიბდება ეს კომიტეტები. ეს არის გურჯაანი, სენაკი და თბილისში გლდანი.სადაც შეიქმნება სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტი, რომელიც ამხელს ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და სრულ ინფორმაციას წარმოადგენს მათი საქმიანობის შესახებ. ჩვენ გავიარეთ საპროტესტო აქციების გეგმაც და დროთა განმავლობაში საზოგადოებას დეტალურად მივაწვდითინფორმაციას სად, როდის და რა ტიპის აქციები გაიმართება და რათქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ იმ გეგმაზეც რომელიც პარლამეტში უნდა განხორციელდეს, ვისაუბრეთ იმ სამოქმედო გეგმაზე რომლითაც იმოქმედებს ჩვენი ფრაქცია პარლამენტში იმისათვის რომ დაიწყოს მთავრობის გადადგომის საკითხის ინიცირება",-განაცხადა გოკა გაბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics