2015-03-20 10:58:50, 413 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: ეს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებია
„ეს არის საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის არმიის მასშტაბურ წვრთნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ არ შესრულოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება.
„ ეს არის საქართველოს ტერიტორიების, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. რუსეთი არღვევს ყველა ხელშეკრულებას, რომელიც მას მოუწერია, ეს არის 2008 წლის ხელშეკრულება. რუსეთი ყველაფერს აკეთებს , რომ არ შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება“,-განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებ სამხრეთ ოსეთში რუსეთის არმიამ გუშინ, ე.წ. ხელშეკრულების გაფრომების შემდეგ, მასშტაბური წვრთნები დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან