02:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 13:40:45, 993 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი: მოლოდინი, რომ მოვიდა ივანიშვილი და ყველა მიიღებს ყველაფერს, გადაჭარბებული იყო

„დაბალანსებული ხალხი ვართ, თუმცა მოლოდინი გადაჭრბებული იყო“,-ამის შესახებ  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მასთან დაკავშირებით მოლოდინსა და რეალობას შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო.

„ვფიქრობ, ჩვენ საოცრად დაბალანსებული ხალხი ვართ.  სულ ამაზე ვაკეთებდი აქცენტს. მაგალითად,  ბიზმესმენებთან როდესაც ვიყავი შეხვედრაზე, მათ ვუთხარი, რომ თქვენზე კარგად ვერავინ ვერ გაანალიზებს და იქნებ  დაეხმაროთ საზოგადოებას. იქვე გავუსვი ხაზი და დავსძინე, რომ მათი აქტიურობა და დომინანტობა არ იკვეთება. ისევ ისტორიულ მახსოვრობაზე ვზივართ და ზურგის ტვინიდან გრძნობენ ჩვენი მოსახლეები იმას, თუ როგორ  და რა უნდა გააკეთონ. უკმაყოფილება  შეიძლება ჩემი მხრიდან გამოიკვეთოს, თუმცა არასდროს არ მითქვამს  და არ მისაყვედურია მოსახლეობისთვის. მოსახლეობას უნდა დაეხმარო და არა უსაყვედურო.  რა თქმა უნდა  ასევე არის დისბალანსი. დისბალანსი არის გამოწვეული იმით,  რომ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება ბოლო წლების განმავლობაში სახელწიფოს მართვის და ხელისუფლების მოქმედების პრინციპების შეფასება გვაკლია. ამას ასწლოვანი პრაქტიკა უნდა. შესაბამისად, მოლოდინსა და რეალობას შორის  ძალიან დიდი სხვაობა იყო.  ის, რომ  მოვიდა ივანიშვილი და ელოდნენ, რომ ყველა მიიღებდა ყველაფერს ეს იყო გადაჭარბებული. ამ გადაჭარბებას მე არ მივაწერ ფსიქოლოგიას, ამ გადაჭარბებას  უახლოეს  ისტორიაში გამოუცდელობას მივაწერ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics