13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 15:47:02, 792 ნახვა

რეგიონი
სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის თემაზე ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  ზუგდიდში  გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“  პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საინფორმაციო შეხვედრებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ ერთად ახორციელებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics