21:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 17:34:23, 744 ნახვა

სამხედრო
ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის ოცეულით გაზრდა იგეგმება

ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის  ოცეულით  გაზრდა იგეგმება.

 შესაბამისი რეკომენდაცია ეროვნულმა უშიშროების საბჭომ დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტს მისცა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი  ირინე იმერლიშვილი იმედოვნებს, პარლამენტი კონტინგენტის  ოცეულით გაზრდის საკითხს მხარს დაუჭერს.

„ეროვნულმა უშიშროების საბჭომ  რეკომენდაცია მისცა პრეზიდენტს, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტის გაზრდა ოცეულით. დღეს, ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გვყავს, საუბარია 20-ზე. იმედი გვაქვს პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას, თუმცა რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მასზეა“, - აღნიშნა იმერლიშვილმა.

პრეზიდენტის მოწვევით ეროვნული უშიშროების საბჭო ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სხდომას სხვა მუდმივ წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics