15:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 11:24:23, 839 ნახვა

ეკონომიკა
კახა ოქრიაშვილი: მედიკამენტებზე ფასები შიეძლება გაიზარდოს, მაგრამ არა ისეთი დოზით, როგორც ლარი უფასურდება

"მედიკამენტებზე ფასები შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არა ისეთი დოზით, როგორც ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება",-ამის შესახებ  PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს ხვდებიან.
ოქრიაშვილის შეფასებით, ლარის გაუფასურებით ბიზნესი ზარალდება, თუმცა კომპანია PSP-მ  რამდენიმე თვის განმავლობაში მოგებაზე უარი თქვა.
"ჩვენმა კომპანიამ რამდენიმე თვით მოგებაზე უარი თქვა, რადგან მოსახლეობამ ის პრობლემები გადააგოროს, რაც ლარის კურსს უკავშირდება. რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების ზრდას, ზრდა შეიძლება იყოს, მაგრამ არა პარალელურად ისეთი დოზით, რა დოზითაც ლარი დოლართან მიმართებაში ვარდება",-განაცხადა ოქრიაშვილმა.
 კითხვაზე- თუ რა რჩევები ექნებათ მათ მთავრობასთან, ოქრიაშვილმა ასე უპასუხა:
"ცოტა დრაივი, პოზიტივია საჭირო. იქნება ეს ქმედებები, თუ განცხადებები",-აღნიშნა ოქრიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics