2016-05-14 13:16:34, 1306 ნახვა
მსოფლიო
“ისლამურმა სახელმწიფომ” "დედაქალაქ რაქაში" საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
“ისლამურმა სახელმწიფომ” ე.წ. დედაქალაქ რაქაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შეახებ Interfax-ი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურებზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ექსტრემისტი მებრძოლები ხანგრძლივი ალყისთვის ემზადებიან. ჯიჰადისტები საჰაერო ძალების მიერ პოტენციური სამიზნეების შენიღბვასა და დაცვას ცდილობენ.
სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელის ტაჯირ კობანის ინფორმაციით, ისინი რაქას დასაბრუნებლად გეგმის შემუშავებას ცდილობენ.
აშშ-ის შეიარაღებული ძალები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელს ვერ ადასტურებენ. ამერიკის თავდაცვის უწყების განმარტებით, ისლამისტთა ლიდერი, შესაძლოა, თვითგამოცხადებულ დედაქალაქში ან მის მახლობლად არ იმყოფებოდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან