2016-05-03 16:45:52, 1230 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის მთავრობა ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს
სომხეთის მთავრობა 5 მაისს ყარაბაღის დამოუკიდებლობის შესახებ კანონპროექტს განიხილავს, - ამის შესახებ სააგენტო Regnum სომხეთის მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, კანონპროექტის ავტორები ოპოზიციური პარტიების წევრები არიან.
აღნიშნული კანონპროექტის მიღება, სომხეთსა და ყარაბაღს შორის კონსულტაციებით არის განპირობებული.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნული კანონპროექტი განხილვაზე პირველად 2009 წელს შეიტანა. აღსანიშნავია, რომ მმართველმა გუნდმა ის არცერთხელ არ დააკმაყოფილა.
მმართველი პარტიის თქმით, ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება მშვიდობიან მოლაპარაკებებს ხელს შეუშლიდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ამ პოლიტიკას ემხრობა.
სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2 აპრილს მთიან ყარაბაღში ვიტარება დაიძაბა და საომარი მოქმედებები დაიწო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან