15:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 12:34:46, 536 ნახვა

პოლიტიკა
სტივენ დოუთი: საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის პასუხად ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა NGO-ებს, ოპოზიციის ლიდერების მიზანში იღებს.

"გაერთიანებული სამეფო მტკიცედ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული თავისუფლებების მიმართ. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონმდებლობა კვლავ მიზანში იღებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის ლიდერებსა და დამოუკიდებელ ხმებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

გაერთიანებულმა სამეფომ დააწესა მიზნობრივი სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, მოსამართლეებზე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, აგრეთვე მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. ვერ გავაკეთებ კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციების გამოყენებაზე, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა", - წერს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics