2025-04-06 17:50:49, 1016 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „დაასრულე“ - მომავალ შაბათ-კვირას შევხვდებით რამდენიმე ახალი დიზაინით
მოძრაობა "დაასრულე" საპროტესტო ტალღის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პოსტი ეხება ">რვეულებს, რომლებიც დღეს სუპერმარკეტებში შენიშნეს. მათ ყდებზე, პოლიტიკოსების ფოტოებთან ერთად, გამოსახული იყო შემდეგი ფრაზები: "არარსებულ ლეგიტიმაციაზე ნადირობა", "როგორ დავმალოთ კომპლექსები", "საცობების ესთეტიკა", "1001 ღამე შამპუნის გარეშე". აღნიშნულმა საპროტესტო აქტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
"გამარჯობა, თანამებრძოლებო!
მომავალ შაბათ-კვირას შევხვდებით რამდენიმე ახალი დიზაინით. თან, ამჯერად, ერთ კონკრეტულ ადგილს გაცნობებთ, სადაც რვეულების აღებას 12-13 აპრილისთვის შეძლებთ.
მანამდე კი გიზიარებთ უკვე გამოყენებულ ვერსიებს.
რვეულები არ იყიდება. სადაც შეგხვდებათ, აიღეთ, თქვენია! მათ შეიძლება წააწყდეთ ნებისმიერ ადგილას. შესაძლოა, თქვენი სახლის უახლოეს მარკეტშიც კი იყოს.
შეხვედრამდე! " - წერს სოციალურ ქსელში საპროტესტო მოძრაობა "დაასრულე".
ავტორი: ექსპრესნიუსი,