13:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 12:39:08, 1158 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსები უკრაინას 111 დრონით და ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს, დაზარალდა ოთხი ოლქი

რუსებმა 30 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით და Shahed-ისა და სხვა ტიპის 111 დრონით მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 65 დრონი ჩამოაგდეს, 35 კი - დაიკარგა.

რუსებმა რაკეტა როსტოვის ოლქიდან დაუშვეს, დრონები კი - მილეროვოდან, კურსკიდან, ბრიანსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან.

უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება დადასტურდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრალურ ნაწილში.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ოდესის და დონეცკის ოლქები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics