2025-03-09 17:31:05, 861 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - თეატრალურ უნივერსიტეტში ვარ, კარი ჩაკეტეს
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი წერს, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არ უშვებენ. ინტერესების დამცველის თქმით, ადმინისტაციამ კარი ჩაკეტა და სტუდენტების სახელით განცხადების დაწერის საშუალებას არ აძლევენ.
თეატრალურ უნივერსიტეტში ვარ, კარი ჩაკეტეს. სტუდენტების სახელით ადმინისტრაციაში განცხადების დაწერის შესაძლებლობას არ გვაძლევენ, - წერს ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. ადმინისტრაციამ მიზეზად სადეზინფქციო სამუშაოები დაასახელა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდები 5000 - 5000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ახალგაზრდებს არც ამის შემდეგ დაუტოვებიათ სასწავლებლის სივრცე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,