23:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 11:21:58, 1091 ნახვა

მსოფლიო
გაერო-მ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ აშშ-სა და რუსეთის ერთობლივ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირა.

რეზოლუციის თანახმად, რუსულმა და ამერიკულმა მხარემ, 27 თებერვლიდან საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს.

როგორც რუსული მხარე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის პოლიტიკური სახსრებით დარეგულირების გზაზე "მნიშვნელოვანი კოლექტიური ნაბიჯია".

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ რუსეთი ავიადარტყმებს სირიაში მოქმედ იმ დაჯგუფებებზე არ მიიტანს, რომლებიც ე.წ. ზომიერ ოპოზიციას წარმოადგენენ.

როგორც გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის წარმომადგენელმა, სტეფანა დე მისტურუმ განაცხადა, თუ რუსეთი და აშშ რეზოლუციის პირობებს ბოლომდე მიჰყვებიან, კონფლიქტების მოსაგვარებელი მორიგი შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics