22:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 21:14:49, 382 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოში ინვესტირებისთვის საჭირო ორ ძირითად საკითხზე ისაუბრა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას, ინვესტირების გზამკვლევის შემუშავების პროცესზე ისაუბრა, რომელიც ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა და მის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

მისი განმარტებით, როდესაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ  ინვესტიციების დეპარტამენტი შექმნა, შესაბამისად, გადაწყდა იმ ქვეყნების დახმარება, რომელთაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სურდათ. ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ამისთვის იყო საჭირო გზამკვლევის შემუშავება და ამ მიმართულებით განსაკუთრებული როლი შეასრულა ინვესტიციების ბანკმა (KAF Investment Bank).

„ჩვენ შევქმენით გზამკვლევი, როგორ უნდა ვესაუბროთ ინვესტორებს და როგორ უნდა დავარწმუნოთ ისინი, ასევე- რატომ უნდა დააბანდონ ფული ტურიზმის სექტორში. ჩვენ ვესაუბრებოდით  წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი გამოირჩეოდა საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობით, პოლიტიკური შეხედულებებითა და მახასიათებლებით. ამასთანავე, მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო ბაზები, ინიციატივებიც განსხვავებულია. ჩვენ გვქონდა ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომლებიც მოგვმართავდნენ თავიანთი გეგმებით და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ ამ საინტერესო გზამკვლევის შემუშავება", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისივე  ინფორმაციით, უკვე 20-მდე მსგავსი ტიპის გზამკვლევი იქნა შემოშავებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის.

„პირველ რიგში, უნდა ჩამოხვიდეთ საქართველოში  და შემდეგ ფული უნდა დააბანდოთ - ეს არის ორი საუკეთესო რამ, რაც უნდა გააკეთოს ინვესტორმა!" - მიმართა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics