18:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-26 13:40:58, 1555 ნახვა

სამხედრო
მე-4 ქვეითი ბრიგადა ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულია

თავდაცვის სამინისტროში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში მე-4 ქვეითი ბრიგადისა და მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება მე-4 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის გუნდი კი, მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილზე პირველი ქვეითი ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად პირველი კლასის რიგითი გიორგი შიოშვილი და სერჟანტი მარიკა გერლიანი დასახელდნენ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ტურნირი ფრენბურთში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის ცხრა გუნდი მონაწილეობდა. სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics