|
2021-05-17 15:09:54, 811 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური დმანისის ინციდენტზე - ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ ეთნიკური საკითხია და უნდა, რომ გაღვივდეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა კანონდამრღვევი პირი, სრული სიმკაცრით დაისჯება. როგორც ვახტანგ გომელაური აღნიშნავს, ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ აღნიშნლი დაპირისპირება არის ეთნიკური თემა. მანვე დასძინა, რომ დმანისში მომხდარი თემის გაღვივებასა და გამწვავებას ხელისუფლება არ დაუშვებს. „აზერბაიჯანელები და ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან. ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ამას არ დავუშვებთ, ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა. გამოძიება დაწყებულია, მიმინარეობს. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები, ამასთან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირეა, მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ქვეყნის მტრობა, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა და უნდა, რომ გაღვივდეს, გამწვავდეს. ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრის თქმით, გუშინელი დაპირისპირების შედეგად საპოლიციო ძალები იყო აგილზე შეყვანილი, თუმცა ეს არ აღმოჩნა საკმარისი. „ჯერ დაკავებას ვერ გიდასტურებთ. ცუდი სიტუაცია იყო, ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად და სწრაფად შეიქმნა ქაოსური ვითარება. გუშინდელი დღის შემდეგ გაძლიერებული იყო პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ შემთხვევაში. 150 კაცამდე იყო. რეალურად, მშვიდობიან დროს თუ არის 20 კაცი, სამწუხაროდ, გაათმაგებული იყო. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში. აქედან გამომდინარე, ვითარება განიმუხტა ამის შემდეგ. ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და კონფლიქტის შეჩერება“, - განაცხადა შს მინისტრმა.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)