2021-05-01 21:13:13, 1161 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება
„ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინისა და მედიკამენტების არ არსებობის შემთხვევაში კორონავირუსი 2-3 წელი კიდევ გაგრძელდებოდა.
„რომ არ ყოფილიყო ვაქცინა და თუ არ იქნა მედიკამენტი, რომელსაც ყველა ველოდებით წლის ბოლოს, მაშინ, შესაძლებელია, თავისი ბუნებრივი განვითარებით ეს პანდემია გაგრძელებულიყო 2-3 წელი და, შეძლება, მეტიც.
ახლა, როდესაც ეფექტური ვაქცინა არსებობს და თან რიგ ქვეყნებში წარმატებით ხდება ვაქცინაცია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ინგლისზე, რომელმაც უკვე 2/3 აცრა, ვაქცინაციის ასეთი ტემპის პირობებში, ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,