2015-08-14 12:34:45, 621 ნახვა
ეკონომიკა
სემეკში თელასის ტარიფზე წინასწარი განხილვა მიმდინარეობს
სემეკში თელასის ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა მიმდინარეობს.
სხდომაზე კომპანიის კაპიტალური დანახარჯების შესახებ მონაცემებს განიხილავენ.
სხდომას ესწრებიან მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები.
როგორც სხდომის დაწყების წინ პარტიის წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თელასმა სემეკს გაზრდილი დანახარჯები წარუდგინა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თელასმა გაბერილი დანახარჯი წარმოადგინა. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ თბილისში ტარიფი გაიზარდოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას ხელი შევუშალოთ“,-განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
ამასთან, თელასის წარმომადგენლის მიშა ანთაძის განცხადებით, კომპანიამ ლოგიკური დანახარჯები წარმოადგინა და გაბერილი არაფერია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან