11:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 19:55:47, 1412 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: შევეცდებით საკომუნიკაციო და ბენზინის ხარჯები შევამციროთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, აპარატის ბიუჯეტი საკმაოდ მოკრძალებულია, ამიტომ ძირითადად, საკომუნიკაციო და საწვავის  ხარჯების შემცირებას შეეცდებიან.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, იმედი აქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების, არსებითი ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

"მოგეხსენებათ, ჩვენი აპარატი საკმაოდ მცირერიცხოვანია,თავისი სსიპის ჩათვლით სულ 50 პიროვნებას მოიცავს. შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტიც საკმაოდ მოკრძალებულია.შევეცდებით, რომ რაც შეეხება საკომუნიკაციო, საწვავის ხარჯებს, ამ კუთხით შევამციროთ, ასევე ვგეგმავთ, რომ ის დიდი ღონისძიებები, რომელიც ჩვენი აპარატის მიერ იგეგმება, რა თქმა უნდა შედგება ისეთივე ფორმატით, როგორითაც იგეგმებოდა, ისეთივე მაღალი რანგის სტუმრებით, როგორითაც იგეგმებოდა, უბრალოდ შესაძლებელია აქ ასევე სხვა სპონსორები და დამხმარე კომპანიები შემოვიყვანოთ, მაგრამ სხვა მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს კიდევ ახალი მნიშვნელოვანი დოკუმენტები წელს, რაც იგივე შარშან წლიდან დაწყებული, ასოცირების შეთანხმებას, არსებით ღონისძიებათა პაკეტს, მათი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს გულისხმობს, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ მიმართულებებით პირიქით, ჩვენი შესაძლებლობები უფრო გაძლიერდება",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics