23:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 18:13:38, 1228 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ დელეგაციას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის პირველი რანგის კაპიტანი, ანდერს ფრისი ხელმძღვანელობდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიცერთა დელეგაციის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარესთან საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიას, ასევე, ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბებაში დანიისა და ესტონეთის მხარდაჭერა იყო. დელეგაციის წარმომადგენლებმა გენერალურ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან სკოლის სასწავლო პროგრამების, მეთოდოლოგიის, აღჭურვის, მატერიალური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. მათ ქართულ მხარეს დანიის სამეფოს სარეზერვო სისტემა და სკოლის მოწყობის მოდელიც გააცნეს, გამოცდილება გაუზიარეს და სკოლის ჩამოყალიბების პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები გაუწიეს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბება ეროვნული გვარდიის ბაზალეთის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე წელს იგეგმება. სკოლა ათმეთაურებსა და ოცეულის სერჟანტებს მოამზადებს. უახლოეს მომავალში პროექტის განსახორციელებლად საიმპლემენტაციო გეგმა შემუშავდება.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics