22:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-01 13:04:58, 3870 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა „მარტოხელა მებრძოლის“ კურსი გაიარეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს  ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების მონაწილეობით,  „მარტოხელა მებრძოლის“ კურსი დასრულდა.  კურსის გამოშვების ცერემონია მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა.  მსმენელებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის  დასრულება  სპეციალური ოპერაციების  სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა.  სიტყვით მიმართვისას,  მან იუნკერებს  სამხედრო და სამოქალაქო ცხოვრებაში  წარმატებები  უსურვა და ინსტრუქტორებს სწავლების  უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. კურსდამთავრებულებს  - სერტიფიკატები, ინსტრუქტორებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ.   ღონისძიების დასასრულს იუნკერები სპეციალური ოპერაციების სარდლობის კაპელანმა, მამა იაკობმა დალოცა.  

წვრთნები 26 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის  მიზანს ინდივიდუალურ დონეზე მებრძოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა, რაც მომავალ ოფიცრებს სხვადასხვა  პირობებში თვითგადარჩენისა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

კურსის განმავლობაში მსმენელებმა საცეცხლე, ტაქტიკური, სამთო, აერომობილური, სამედიცინო, ტოპოგრაფიული  მომზადება გაიარეს და თვითგადარჩენის, მდინარის გადალახვის, სამალავების მოწყობის პრაქტიკული სავარჯიშოები განახორციელეს. წვრთნები 90 კილომეტრიანი ტაქტიკური მარშით დასრულდა.

„მარტოხელა მებრძოლის“ პროგრამა 2022 წელს შეიქმნა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ორგანიზებით, რომელშიც  სპეციალური დანიშნულების სკოლისა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის ინსტრუქტორები იყვნენ ჩართულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics