10:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-11 16:09:48, 2540 ნახვა

პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა

2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელები, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია (6 მლნ აშშ დოლარი). მათ შორის, ექსპორტირებულია 20 მლნ აშშ დოლარის 6.5 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 23%-ით, რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სპირტიანი სასმელების საშუალო საექსპორტო ფასი 15%-ით, ხოლო ღვინის 2%-ით გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითვე, სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის – რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics