15:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 10:31:17, 1006 ნახვა

კომენტარი
იანოშ ჰერმანი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებშიც შედის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებშიც შედის.

ჰერმანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასალების გამოქვეყნების მიუღებლობასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან ერთიანობა იყო გამოხატული და სასურველი იქნება, თუკი ასეთი ერთიანობა მომავალშიც გაგრძელდება.

„თავად კითხვაში აღინიშნა, რომ საზოგადოება შოკირებული იყო ასეთი მასალების გამოქვეყნებით. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც შოკირებული იყო, რომ ასეთი მასალები დაიდო და ვეთანხმები იმ საზოგადოებრივ მოსაზრებას, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. უდნა აღვნიშნოთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ასევე შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში. სიმართლე გითხრათ, მე არ მსურს ამ თემაზე უფრო გავრცობილად საუბარი, უბრალოდ ვიტყოდი, რომ კარგია, რომ იყო ერთიანობა გამოხატული საზოგადოების მხრიდან ასეთი მასალების გამოქვეყნების მიუღებლობასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გაერთიანდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქე და სასურველი იქნება, რომ ასეთი ერთიანობა ამ საკითხის მიმართ მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics