15:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 14:07:09, 1084 ნახვა

კომენტარი
ცისკარიშვილი გავრცელებულ კადრებზე: ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ ქვეყანაში გოიმების ბანდა ბოგინობს

„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სოციალურ ქსელში  გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები  იმის დასტურია, რომ ქვეყანაში „გოიმების ბანდა ბოგინობს“.

როგორც ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თემის კომენტირებისას განაცხადა, რაც უფრო ნაკლები საუბარი იქნება   გავრცელებულ კადრებზე, ქვეყნის პერსპექტივისთვის უკეთესი იქნება.

„ეს კადრები არ მინახავს და არანაირი სურვილი არ მაქვს მისი ხილვის. ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ ქვეყანაში გოიმების ბანდა ბოგინობს. დამკვეთი, შემსრულებელი და გამომქვეყნებელი სწორედ გოიმობის მაჩვენებლები არიან მთელი საზოგადოებისთვის. ამიტომ რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება ამ თემაზე, მით უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრს ეკუთვნის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად,  youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელებიდან დაახლოებით 1 საათში დაბლოკა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics