23:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 10:56:14, 9422 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ პაციენტს მეორედ ჩაუტარდა ვირუსზე ტესტირება და პასუხი უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი პაციენტის სრულად გამოჯანმრთელდა.

„გუშინ უკვე დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაია აღნისნავს, რომ მეორე ინფიცირებულ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა. პაციენტს მეორედაც ჩაუტარდება ტესტირება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, სრულად გამოჯანმრთელდა თუ არა.

„მეორე პაციენტმა, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება და დღის ბოლოსკენ ჩატარებული ტესტის  პასუხებს მოგახსენებთ. ვიმედოვნებ, რომ იქაც, ალბათ, პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - აღნიშნა  მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics