2015-06-26 18:27:01, 719 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი ცოტა ხნი წინ დასრულდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეკოონმიკის სამინისტროს შენობა პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად 29 მაისს გამოიტანა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არა ნაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება. უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვ.მ. და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვ.მ. ობიექტს აქვს ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. შენობის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარი იყო. ჯერჯერობით უცნობი რჩება, სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო და კონკრეტულად ვინ შეიძინა შენობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან