2015-04-05 11:06:30, 589 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
"დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღეს ზეიმობს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისთვისაც 5 აპრილი იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია.
აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველაქრისტიანისათვის. ვუერთდები ჩვენი თანამემამულეების ამ დიდ სიხარულს, ვუსურვებ მათ მშვიდობასა დაწინსვლას",-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან