15:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 17:56:55, 1015 ნახვა

რეგიონი
სერვისების განვითარების სააგენტომ ბიბლიოთეკებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის - ფაზა II“  ფარგლებში, 7 მუნიციპალიტეტის 10 ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქ. ახმეტის, წალკის მუნიციპალიტეტის ქ. წალკის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქსანისა და ძეგვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების - საყულიასა და ფარცხანაყანევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქ. ლანჩხუთის და სოფელ ნიგვზიანის, შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის ბიბლიოთეკებს საჯარო მოხმარების კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ. აღნიშნულ ბიბლიოთეკებში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი კომპიუტერები, ინტერნეტი, ქსეროქსი, პრინტერი, სკანერი.

გარდა კომპიუტერული ტექნიკის გადაცემისა, ზემოაღნიშნული ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა შესაბამისი ტრენინგების გაიარეს თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისებსა და საბაზისო კომპიუტერულ უნარებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკარები ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციასა და დახმარებას გაუწევენ კომპიუტერის მოხმარებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკარებმა გაიარეს გადამზადება მოქალაქის პორტალზე - my.gov.ge-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ ონლაინ სერვისების გამოყენებაში. კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად აღნიშნულ ბიბლიოთეკებს გადაეცათ ID ბარათის წამკითხველები, რისი საშუალებითაც, ბიბლიოთეკარები ადგილობრივ მოსახლეობას დაარეგისტრირებენ მოქალაქის პორტალზე, რაც მათ დაუზოგავს დროს და მისცემს საშუალებას, აღნიშნულ პორტალზე ხელმისაწვდომი სერვისები გამოიყენონ სოფლიდან გაუსვლელად. აქვე აღსანიშნავია, რომ my.gov.ge-ს პორტალზე პერიოდულად იგეგმება ონლაინ სერვისების დამატება.

პროექტი  “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics