2016-12-06 17:53:20, 1833 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა, ურიგო არ იქნებოდა
„პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა საკონსტიტუციო კომისიაში, მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ურიგო არ იქნებოდა“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ინსტიტუტის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე ადრეც დამიდასტურებია, რომ ინსტიტუტების პატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ხელისუფლება განწყობილია, რომ პატივი ვცეთ ყველა ინსტიტუტს. კონკრეტულად ამ საკითხზე, როგორ ჯობია, ვინ იყოს თავმჯდომარე, ვერ გიპასუხებთ, რადგან კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა დოლიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან