23:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 10:52:14, 714 ნახვა

სამხედრო
გონიოში დღეს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

გონიოში დღეს  დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ცერემონიას დაკარგული სამხედროების მშობლებთან ერთად, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მაღალჩინოსნები დაესწრებიან.

უწყებაში განმარტავენ, რომ  შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია საბოლოოდ არ ჩერებულა.

მათი განცხადებით,  ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა მიიღო, თუმცა ქართული მხარე ძებნას კვლავ აგრძელებს.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.

გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics