15:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 10:50:57, 816 ნახვა

სხვადასხვა
შსს-ს ბელარუსიდან საჯარო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის საჯარო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

„ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის“ (SYMPA) პროგრამის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ სამინისტროს საქმიანობის სფეროები, გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები გააცნო.

უწყების ინფორმაციით, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციულმა მაჩვენებლებმა, პოლიციის მოდერნიზაციის მიზნით განხორციელებულმა რეფორმებმა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ გამოიწვია. მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, ასევე, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე დისკუსია გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში, ბელარუსი ახალგაზრდები გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სამთავრობო უწყებას, ასევე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ესტუმრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics