19:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-20 20:22:42, 646 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი „ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე: ეს ავტორიტარული ნაბიჯია

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც „კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებას“ კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

„ეს სრულიად ავტორიტარული ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა იყენებს ყველაზე საშინელ კანონმდებლობას, რაც კი ოდესმე არსებობდა, ან საერთოდ არასდროს არსებობდა, ნებისმიერი სახის კრიტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად და დევნისთვის.

ეს უახლესი კანონპროექტი, მთავრობის უარყოფის ან დელეგიტიმიზაციის შესახებ გამოცხადებული ინიციატივა, ამ რეპრესიული პოზიციის კიდევ ერთი დასტურია.

ის იდეა, რომ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა - მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა არჩევნებში მომხდარი მოვლენების გამო - კრიმინალიზებული იქნება, სრული სიგიჟეა. ისინი ყველა ფანტაზიას მიმართავენ, რათა ყველა შესაძლო გზა იპოვონ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ის ფაქტი, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაულად იქცევა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, 16 თებერვალს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდა, სადაც მეორე მოსმენით განიხილებოდა „გრანტების შესახებ“ და „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონებში ცვლილებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics