12:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 16:37:49, 503 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის საპარლამენტო კომისია პაპუაშვილს მიმართავს ინიციატივით, ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართავს, ფასებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს. ინიციატივას კენჭი კომისიის სხდომაზე უყარეს და მხარი ყველა წევრმა დაუჭირა.

კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე.

მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

„გვაქვს ინიციატივა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მივმართოთ, რომ პარლამენტმა ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, ასე ვთქვათ, პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორზე. მოვიწვიოთ კომპანია, რომ პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნესპროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველოს მსგავს ქვეყნებთან, სხვა ქვეყნებთან ბაზრის სტრუქტურა და თავისი რეკომენდაციები დაწეროს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად, გვექნება, ასევე, განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული დოკუმენტი, რაც არსებითად, მნიშვნელოვნად დაეხმარება საბოლოო ჯამში, ჩვენი კომისიის მუშაობას და შედეგზე გასვლას,“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics