12:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-17 12:52:42, 614 ნახვა

პოლიტიკა
HRANA: ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს.

აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3 090 ადამიანის, მათ შორის 2 885 დემონსტრანტის, დაღუპვა დაადასტურა.

გამოცემა Reuters-მა თეირანის რამდენიმე მაცხოვრებელთან დაკავშირება მოახერხა. მათი თქმით, დედაქალაქში სიტუაცია ბოლო ოთხი დღის განმავლობაში შედარებით მშვიდი იყო - ქალაქის თავზე დრონები დაფრინავდნენ, თუმცა 15 და 16 იანვარს მასშტაბური პროტესტის ნიშნები არ შეინიშნებოდა.

გამოცემა ასევე დაუკავშირდა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელმაც განაცხადა, რომ ქუჩები იქაც მშვიდად გამოიყურებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics