2026-01-10 15:50:24, 802 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სამხრეთ ამერიკის Mercosur ბლოკთან
ევროპული საბჭოს მნიშვნელოვანი შეთანხმება - ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სამხრეთ ამერიკის Mercosur ბლოკთან. მოლაპარაკებები 25 წელზე მეტხანს გაგრძელდა.
გარიგების გაფორმება დაგეგმილია 17 იანვარს პარაგვაიში. ევროკომისია, გერმანია და ესპანეთი მიიჩნევენ, რომ შეთანხმება დაეხმარება ევროპულ ბიზნესს აშშ-ს ახალი ტარიფებისგან ზარალის ანაზღაურებაში და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.
საფრანგეთი და ევროპელი ფერმერები ეწინააღმდეგებოდნენ შეთანხმებას, ლათინური ამერიკიდან იაფი პროდუქტების შემოდინების შიშით…
თუ შეთანხმება ძალაში შევა, ის გახდება ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირისა და Mercosur ისტორიაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,