16:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-10 14:27:22, 860 ნახვა

მსოფლიო
Kommersant: რუსეთის რეგიონებში რეზერვისტების მასობრივი გაწვევა დაიწყო, ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს დაიცავენ

რუსული გამოცემის, „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთის რეგიონებში რეზერვისტების მასობრივი გაწვევა დაიწყო. მედიის ცნობით,  ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს დაიცავენ.

როგორც „კომერსანტი“ წერს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია რუსეთის ფედერაციაში შემავალ 20-ზე მეტ სუბიექტში.

გამოცემის ცნობით, რეზერვისტების სპეციალიზებული დანაყოფების ფორმირება რუსეთის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების ხელმოწერამდე დაიწყო. როგორც მედია წერს, მაგალითად, ნავთობის ობიექტების დასაცავად რეზერვისტების შეკრება თათრეთში ოქტომბერში დაიწყო, ხოლო ნოემბრის დასაწყისში პირველმა დანაყოფმა უკვე დაიწყო წვრთნები.

რეზერვისტების მომზადება უკვე დაწყებულია ბიჟეგოროდის ოლქშიც. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ახალ კანონში არ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ რეზერვისტები მხოლოდ საკუთარ რეგიონში იმსახურებენ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის მიერ 4 ნოემბერს ხელმოწერილი კანონი საშუალებას იძლევა, რეზერვისტების შეკრება მშვიდობიან პერიოდშიც მოხდეს. ეს კანონი ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც მოხალისეობრივად დათანხმდნენ რეზერვში ყოფნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics