03:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 15:17:49, 1007 ნახვა

სპორტი
ქუმსიშვილი აბანოებზე: კერძო ბიზნესის ნაწილში გადაწყვეტილებები სასამართლომ უნდა მიიღოს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გოგირდის აბანოების ხელმძღვანელების პროტესტს გამოეხმაურა.

6 აბანოს ხელმძღვანელი მუშაობას აჩერებს და მთავრობისგან GWP-სთან შუამდგომლობას და  წყლის საფასურის  შემცირებას მოითხოვს.

ქუმსიშვილის განცხადებით, ორივე კერძო ბიზნესია და შესაბამისად, სამართლიან ქვეყანაში კერძო ბიზნესის ნაწილში გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

„კერძო ბიზნესის ნაწილში, სამართლიან ქვეყანაში გადაუწყვეტავ თემებზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. თუმცა ჩვენ, როგორც მთავრობა, რა თქმა უნდა შევეცდებით მედიაციას იმისათვის, რომ კერძო ბიზნესი ყველანაირი დაბრკოლების გარეშე განვითარდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის 6-მა აბანომ ფუნქციონირება ერთი დღით შეწყივტა. როგორც აბანოების თანამშრომლები აცხადებენ, აქცია გამაფრთხილებელია და ისინი წყლის საფასურის ზრდას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ ადგილზე მივიდეს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, დაიწყოს მოლაპარაკებები. აქციის მონაწილების მოთხოვნაა, აბანოებს დაუწესონ შეღავათიანი გადასახადი და ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება ჩამოაჭრან.

აბანოების თანამშრომლებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, თუმცა ის პოლიციამ მალევე გაათავისუფლა.

აქციის პარალელურად ამ საკითხზე  შეხვედრა კომპანია Georgian Water and Power-შიც მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics