11:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 11:42:53, 2280 ნახვა

საზოგადოება
ივანიშვილის გუნდმა ყვავილები შეამკო აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან

ხელისუფლებამ ყვავილები შეამკო აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე.

ადგილზე იმყოფებიან მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 2232-ია, რომელთაგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს ეკლიანი მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით და აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics