02:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 18:53:13, 1077 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი 1 პირი დააკავეს

სტამბოლის თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, - ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, თუმცა პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 36–მდე გაიზარდა, მათ შორის 12 უცხოელია. ისინი გერმანიის, ისრაელისა და ირანის მოქალაქეები არიან. დაღუპულია 4 ადამიანი. რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმა ტურისტულ ადგილას დილით მოხდა. ისტიკლარის ქუჩაზე, სადაც საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია, სავაჭრო ცენტრებია განთავსებული და ყოველთვის განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics