10:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 12:29:26, 794 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთი ევროკავშირისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ევროკავშირისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებს, ჩვენს მატარებლებს, თვითმფრინავებს, მილსადენებს, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებსა და ელექტრო სადენებს თავს ესხმის. ასევე, თავს ესხმის ჩვენს ინდუსტრიას, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ კომპანიებს. ისინი დივერსიულ თავდასხმებს ახორციელებენ და თავიანთ სამხედრო ძალებს აძლიერებენ და ბირთვულ არსენალს აფართოებენ“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, რუსეთმა გასულ წელს თავდაცვაზე იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთლიანად ევროკავშირმა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვისკენ მოუწოდა.

„წელს რუსეთი თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე საკუთარ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე. ეს გრძელვადიანი აგრესიისთვის მათი გრძელვადიანი გეგმაა. თუ ამის გამოყენებას არ აპირებ, მაშინ სამხედრო სფეროში ამდენს არ დახარჯავ. მჯერა, რომ არ არსებობს ისეთი საფრთხე, რომელსაც ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ვერ დავამარცხებთ“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს.

„უკრაინისთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები რომ გავიმეორო: „თუ უკრაინას კიდევ უფრო მეტად არ დავეხმარებით, მაშინ რუსული ენის სწავლის დაწყება მოგვიწევს“. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც საბოლოოდ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“, - განაცხადა კაია კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics