11:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 08:54:19, 859 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგოროდში უკრაინელი სამხედროების ყოფნას ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს არის უმაღლეს დონეზე პირველი საჯარო დადასტურება ბელგოროდის ოლქში უკრაინული შენაერთების ყოფნის შესახებ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ქმედებების მთავარი მიზანია უკრაინის მოსახლეობის დაცვა სუმისა და ხარკოვის ოლქებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისტემატურად იბომბებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics