17:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 12:46:15, 1224 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 154 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 103 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 51 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, ოდესის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics