10:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 13:04:58, 832 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული საქართველოს 50-მდე რუკა ინტერნეტშია ხელმისაწვდომი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის - „ელექტრონული კარტოგრაფია“ - ფარგლებში საქართველოს რუკების ელექტრონული ასლები, მაღალი რეზოლუციით,  ინტერნეტსივრცეში განთავსდა.

მე-19-მე-20 საუკუნეების მრავალფეროვანი თემატიკის რუკები, დეტალური ანოტაციებით, ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/saqartvelos-rukebi და საიტზე: https://www.flickr.com/photos/national_archives_of_georgia/sets/72157650361291667

პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია“ ეროვნული არქივის ფონდებში არსებული რუკების დიგიტალური ვერსიების შექმნას, ანოტირებასა და საზოგადოებისათვის წარდგენას ითვალისწინებს.  საქართველოს რუკებამდე ინტერნეტსივრცეში განთავსდა კავკასიის 40-ზე მეტი რუკა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics