12:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 16:36:52, 890 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს მე უკრაინისთვის 55 მილიონი ფუნტის ღირებულების გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის შესახებ ვაცხადებ, რომელიც ჩვენს ქვეყნებში მდგრადობასა და ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დევიდ ლემიმ.

დიდი ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი უკრაინის სოციალური, ბიზნესისა და ენერგეტიკული სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ამასთან, დევიდ ლემიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი.

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისა და მშვიდობის შესახებ სერიოზულად არის განწყობილი. პირობები, რომელიც პუტინმა გასულ წელს დააწესა, არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომლის მიხედვითაც სუვერენულმა სახელმწიფომ შეიძლება მოლაპარაკებები დაიწყოს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics